თავში

ევროკავშირის ლიდერები მინსკში მომხდარ ამბებს ეხმაურებიან

ევროკავშირის ლიდერები მინსკში მომხდარ ამბებს ეხმაურებიან
ევროკავშირის ლიდერები მინსკში მომხდარ ამბებს ეხმაურებიან

ათენიდან ვილნიუსში მიმავალი "რაინეარის" თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმა აბსოლუტურად მიუღებელია", - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ყველა მგზავრს უნდა შეეძლოს ვილნიუსის მიმართულებით დაუყოვნებლივ განაგრძოს ფრენა და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესების ნებისმიერ დარღვევას შესაბამისი შედეგები უნდა მოჰყვეს", - წერს  ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღადგინონ ფრენა და გაათავისუფლონ ყველა მგზავრი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა მომხდარს მიუღებელი უწოდეს.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system