თავში

ევროკავშირში 3 COVID-სერტიფიკატი იმოქმედებს

​ევროკავშირში 3 COVID-სერტიფიკატი იმოქმედებს
ევროკავშირში 3 COVID-სერტიფიკატი იმოქმედებს

1 ივლისიდან ევროკავშირი კორონავირუსის სერტიფიკატების სამ სახეობას შემოიღებს. ერთში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, მეორეში - დაავადების გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელებისა და მესამეში - ტესტირების გავლის შესახებ. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

"1 ივლისიდან სამი სახის სერტიფიკატი იქნება ხელმისაწვდომი: ვაქცინაციის, ტესტის უარყოფითი პასუხისა და COVID-ისგან გამოჯანმრთელების შესახებ. ისინი ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. მათი მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, ან დაბეჭდილად", - განაცხადა მან.

ამ მიზნებისათვის ევროკომისია 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამით COVID სერტიფიკატებისთვის საჭირო ტესტები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატების შემოღებაზე შეთანხმდნენ. კოვიდ-პასპორტები ევროკავშირში 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system