თავში

Facebook-მა შესაძლოა პოლიტიკური რეკლამების განთავსება აკრძალოს

Facebook-მა შესაძლოა პოლიტიკური რეკლამების განთავსება აკრძალოს
Facebook-მა შესაძლოა პოლიტიკური რეკლამების განთავსება აკრძალოს

Facebook-მა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, შესაძლოა, სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა შეზღუდვა შეეხოს პოლიტიკური რეკლამების მხოლოდ ნაწილს. ვინაიდან, კომპანიის ახალი პოლიტიკის მიხედვით, Facebook გმობს სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციას, ე.წ. "ფეიკნიუსებს". 

სააგენტოს ცნობით, აკრძალვა ჯერჯერობით განხილვის ეტაპზეა. ერთი მხრივ, იგი დაიცავს ამომრჩევლებს შეცდომაში შეყვანისაგან, თუმცა, მეორე მხრივ, Facebook–ის ადმინისტრაციაში შეშფოთებულია, რომ რეკლამირების აკრძალვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო კამპანიებზე.

ივნისში, სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook-ის ახალი კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიან გათიშონ რეკლამების გრაფა და არ მიიღონ მათთვის უინტერესო ინფორმაცია. 

შეგახსენებთ,  უკვე რამდენიმე კვირაა უმსხვილესი კომპანიები Facebook-ს ბოიკოტს უცხადებენ. მათ უარი თვეს საკუთარი პროდუქციის რეკლამის სოციალურ ქსელში განთავსებაზე. კომპანიები Facebook-ს სიძულვილის ენის აკრძალვისაკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system