თავში

ფაშინიანი სომხეთის პრემიერის პოსტზე ხელახლა წარადგინეს

ფაშინიანი სომხეთის პრემიერის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
ფაშინიანი სომხეთის პრემიერის პოსტზე ხელახლა წარადგინეს

სომხეთის პარლამენტის მმართველმა ფრაქციამ "ჩემი ნაბიჯი", პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი უკვე მეორედ წარადგინა. ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლილიტ მაკუნცმა ეროვნული ასამბლეის შეხვედრაზე განაცხადა. 

გასულ კვირას, სომხეთის პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ამრიგად, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანომ ერთი კვირის ვადაში მთავრობის ხელმძღვანელი ისევ ვერ აირჩია, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე დაინიშნა. რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system