თავში

ფერადკანიანი პროდიუსერის ცემაში ეჭვმიტანილ 4 პოლიციელს ბრალი წაუყენეს

ფერადკანიანი პროდიუსერის ცემაში ეჭვმიტანილ
ფერადკანიანი პროდიუსერის ცემაში ეჭვმიტანილ 4 პოლიციელს ბრალი წაუყენეს

პარიზის ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სასტიკად ცემის ფაქტზე პოლიციის 4 ოფიცერს ბრალი წაუყენეს. ორი მათგანი დაკავებულია.

მანამდე პარიზის პროკურატურა სამი პოლიციელის პატიმრობას ითხოვდა. საბოლოო ორი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ორი კი სასამართლო კონტროლის ქვეშ იმყოფება, რაც ქვეყნიდან გაუსვლელობას ნიშნავს.
მუსიკალური პროდიუსერი მიშელი პარიზის პოლიციამ თავდაპირველად იმის გამო გააჩერა, რომ მას სახეზე პირბადე არ ეკეთა. შემდეგ კი, სამართალდამცავების თქმით, ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. პოლიციის სამმა ოფიცერმა დაკავებული პროდიუსერი სასტიკად სცემა. ფაქტი კამერებმა დააფიქსირა და ვიდეო ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა. მომხდარის საფრანგეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით სამივე პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, შემდეგ კი საქმეში მეოთხე პოლიციელიც დაემატა, რომელსაც, ფერადკანიანი პროდიუსერის სტუდიაში ცრემლსადენი გაზის ხელყუმბარების შეგდება ედება ბრალად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system