თავში

ფინეთში, შესაძლოა, ფოიერვერკი აიკრძალოს

ფინეთში, შესაძლოა, ფოიერვერკი აიკრძალოს
ფინეთში, შესაძლოა, ფოიერვერკი აიკრძალოს

ფინეთის პარლამენტს სამოქალაქო ინიციატივა გადაეცა, რომელიც ფოიერვერკების გამოყენებას ეხება.

15 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ პიროტექნიკის გარკვეული ნაწილი მხოლოდ პროფესიონალებმა გააქტიურონ.

ინიციატივა პეტარდების, ფოიერვერკების, ე.წ. რომაული სანთლებისა და სხვადასხვა სახმელეთო დანადგარებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

აქტივისტების თქმით, მათი მიზანი პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის შემცირებაა. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ფოერვერკების მიერ გამოწვეული ხმაური შინაურ ცხოველებს აშინებს და სტრესში აგდებს.

პარლამენტი ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system