თავში

ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება

ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება
ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება

აზერბაიჯანში, ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ "აზაერონავიგაციის" (AZANS) საჰაერო მიმოსვლის დეპარტამენტის დირექტორმა ფარჰან გულიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის აღნიშნული ტერიტორიები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოკუპირებული იყო, რაც ამ მიწებისათვის დამანგრეველი აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ ფიზულის აეროპორტი საერთაშორისო ადგილმდებარეობის ინდექსების კატალოგში უკვე აზერბაიჯანის აეროპორტად არის რეგისტრირებული. გულიევმა ასევე აღნიშნა, რომ ფიზულის აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით იქნება აღჭურვილი.

"ეს აეროპორტი მნიშვნელოვანია ყარაბაღის ტურისტული პოტენციალის გამოსავლენად. გარდა ამისა, იგი ერთგვარი რეგიონალური საჰაერო ცენტრი გახდება. აეროპორტის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება", - ნათქვამია ფარჰან გულიევის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system