თავში

ფლორიდაში საგანგებო მდგომარება გამოცხადდა

​ფლორიდაში საგანგებო მდგომარება გამოცხადდა
ფლორიდაში საგანგებო მდგომარება გამოცხადდა

აშშ-ის ფლორიდის ტატის გუბერნატორმა რონ დე სანტისმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი გასულ კვირაში საწვავის უმსხვილეს ოპერატორ კომაპნია Colonial Pipeline-ზე მომხდარი კიბერშეტევის შემდეგ საწვავზე შესაძლო დეფიციტია. საჭიროების შემთხვევაში საგანგებო რეჟიმი 30 დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას La Prensa ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა მანამდე რამდენიმე შტატში გამოცხადდა. ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის უდიდეს მილსადენ Colonial Pipelinе-ზე, რომელსაც შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს, 9 მაისს განხორციელდა. მონაცემებში შეღწევა ეგრეთ წოდებული გამომძალველი პროგრამით მოხდა, რომლის დროსაც ფაილები კოდირებული ხდება და კოდის მოხსნის სანაცვლოდ ჰაკერები ფულს ითხოვენ. ამერიკული მედია ინციდენტს რუსი ჰაკერებისგან შემდგარ DarkSide ჯგუფს უკავშირებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიბერთავდასხმაზე გარკვეული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system