თავში

ფრანკფურტში საეკლესიო მსახურებისას COVID-19-ით 40 პირი დაინფიცირდა

ფრანკფურტში საეკლესიო მსახურებისას COVID-19-ით 40 პირი დაინფიცირდა
ფრანკფურტში საეკლესიო მსახურებისას COVID-19-ით 40 პირი დაინფიცირდა

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართულ საეკლესიო მსაურებაზე მყოფ 40 პირს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქალაქის ჯანდავის განყოფილების ხელმძღვანელის, რენე გოტჩალკის განცხადებით, საეკლესიო მსახურება, რომლის დროსაც მლოცველები დაინფიცირდნენ, ფრანკფურტის ბაპტისტურ ტაძარში 10 მაისს გაიმართა.

”მათი უმეტესობა სერიოზულად არ არის დაავადებული. რამდენადაც ჩვენ ვიცით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ადამიანი მკურნალობს", - განაცხადა გოტჩალკმა.

გერმანიაში, ჰესეს შტატში საეკლესიო მსახურება 1 მაისიდან ნებადართულია, მოქალაქეებს მთავრობა დისტანცირების დაცვისა და პირბადი გაოყენებისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system