თავში

გააუქმეთ სადღესასწაულო ღონისძიებები - ჯანმო

​გააუქმეთ სადღესასწაულო ღონისძიებები - ჯანმო
გააუქმეთ სადღესასწაულო ღონისძიებები - ჯანმო

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ პანდემიით ყველა დაღლილია და ყველას სურს, დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატაროს, მაგრამ რთული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს.

"ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად ყველა ჩვენგანისთვის, ლიდერებისა და ინდივიდუალური პირებისთვის, არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად უნდა მივიღოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ღონისძიებების გაუქმებას ან გადადებას ნიშნავს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" სწრაფად ვრცელდება, თუმცა ის იმედოვნებს, რომ მეორე და მესამე თაობის ვაქცინების შემუშავებით, ასევე ანტიმიკრობული სამკურნალო პრეპარატების და სხვა ინოვაციების შემუშავებით, 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system