თავში

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

COVID -19 უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ეპიდემიამ 3,400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 100 000-ს.

ვირუსის სამშობლო, ჩინეთი კორონას საკმაოდ ეფექტურად ებრძვის და დაინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე კლებულობს. უკანასკნელ 24 საათში, ჩინეთში 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მათი მეოთხედი ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოვიდნენ. 

სამხრეთ კორეაში კვლავ ცდილობენ ვირუსის შეჩერებას, თუმცა COVID -19 განაგრძობს გავრცელებას და ერთ დღეში 174 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, სამხრეთ კორეაში 6 767 ადამიანი დაავადდა.   

სიტუაცია უარესდება იტალიაში სადაც უკვე 197 ადამიანი გარდაიცვალა და სულ 4,636 პირია ინფიცირებული. დაავადების პირველი შემთხვევა ვატიკანშიც დაფიქსირდა. 

ირანში, კორონავირუსის 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. ირანში მთლიანობაში 4,747 Covid-19-ის შემთხვევაა დადასტურებული. 124 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 

რაც შეეხება საქართველოს, ახლახანს კორონავირუსის კიდევ სამი ფაქტი დადასტურდა და ქვეყანაში ამჟამად 12 დაავადებულია. 

მსგავსი სიტუაციაა აზერბაიჯანში. სადაც ვირუსის 9 შემთხვევა ფიქსირდება. 

ამჟამად სომხეთში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტია.

რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 13-ია.

სტატისტიკის მიხედვით COVID-19-ით დაინფიცირებულთა 3,4% ლეტალურად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სეზონური გრიპის იმავე მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია. 

წყარო: Reuters

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system