თავში

გაერო გენერალ სულეიმანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

​გაერო გენერალ სულეიმანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება
გაერო გენერალ სულეიმანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

ბაღდადში ამერიკელების მიერ ირანელი გენერლის, ქასემ სულეიმანის მიზანმიმართული მკვლელობა, ალბათ, უკანონოა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს, - ამის შესახებ "Twitter-ში" გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ანიეს კალამარი წერს.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების არარსებობის პირობებში, მიზანმიმართული მკვლელობისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა საშუალებების გამოყენება თითქმის ვერასოდეს იქნება კანონიერი.

მისი თქმით, სასიკვდილო ან პოტენციურად სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიცოცხლეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს. 

ტელეარხი Fox News ავრცელებს ინფორმაციას, რომ გენერალ ქასიმ სულეიმანის მოკვლის შესახებ ბრძანების შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობაზე შურს აუცილებლად იძიებენ.

"სასტიკი შურისძიება ელის მათ, ვის ხელებზე მისი სისხლი, ასევე სხვა წამებულების სისხლია დარჩენილი", - ნათქვამია ჰამენეის განცხადებაში, რომლითაც მან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ერაყში ირანელი გენერლის მკვლელობას „საერთაშორისო ტერორიზმის აქტს“ უწოდებს.

„აშშ-ის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი – გენერალ სულეიმანის მკვლელობა ყველაზე ეფექტური ძალა დაეშის, ალ-ნუსრას, ალ-ყაიდას წინააღმდეგ უკიდურესად სახიფათო და სულელური ესკალაციაა. გაიძვერული ავანტიურიზმის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ეკისრება“, – დაწერა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ტვიტერში“.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system