თავში

გაერო ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს განახგრძლივებას მხარს არ უჭერს

გაერო ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს განახგრძლივებას მხარს არ
გაერო ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს განახგრძლივებას მხარს არ უჭერს

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ უარყო ამერიკის რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ირანის მიმართ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს  გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Washington Post იუწყება. 

 უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, დიან ტრიანშაჰ ჯანიმ განაცხადა, რომ რეზოლუციას მხოლოდ ორმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი - შეერთებულმა შტატებმა და დომინიკის რესპუბლიკამ. რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 11-მა წევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ”ვერ შეძლო ერთგული ყოფილიყო მისი ფუნდამენტური მისიის”, რაც მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ითვალისწინებს.

„გაერო-მ არ დაუჭირა მხარი ირანის წინააღმდეგ 13 წლის განმავლობაში მოქმედ ემბარგოს, რითიც ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს, გაერო-ს შეზღუდვების გარეშე, კონვენციური იარაღის შეძენისკენ გზა გაუხსნა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system