თავში

გაერო-მ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

​გაერო-მ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო
გაერო-მ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, როგორც მიუმხრობლობის მოძრაობის თავმჯდომარის მიერ არის ინიცირებული. მისი სახელწოდებაა "კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომ ფასად ვაქცინებზე თანაბარი, დროული, უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფა". ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი ცნობით, რეზოლუციას თანაავტორის სახით გაერო-ს 126 წევრი ქვეყანა შეუერთდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გლობალურ ინიციატივებს მიესალმება. ასევე დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების უთანასწორობასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია, რომ ეს არის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

"ხაზგასმულია COVID-19-თან ბრძოლაში მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სოლიდარობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, ყველა მთავრობას, კერძო კომპანიას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებენ, მიიღონ კონკრეტული ზომები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების თანაბარი, ხელმისაწვდომი, დროული და უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფოს, ვინც რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system