თავში

გაერო-მ ნიგერიაში ჰუმანიტარული ოპერაციები შეაჩერა

გაერო-მ ნიგერიაში ჰუმანიტარული ოპერაციები შეაჩერა
გაერო-მ ნიგერიაში ჰუმანიტარული ოპერაციები შეაჩერა

გაერო-მ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში ქალაქ დიკვასა და დამასაკში ჰუმანიტარული ოპერაციები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ჰუმანიტარული დახმარების შეჩერების მიზეზი, ჯიჰადისტური დაჯგუფების, "ბოკო ჰარამის" ბოლოდროინდელი თავდასხმები გახდა.  

ჩვენ დროებით შევაჩერეთ ოპერაციები ამ ადგილებში, ჰუმანიტარული პერსონალის უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას”, - განაცხადა ნიგერიაში გაერო-ს მუდმივმოქმედმა და ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, ედვარდ კალონმა.

კალონმა თქვა, რომ გაერო აპირებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლოს ოპერაციები, რათა დაეხმარონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას.

შეგახსენებთ, ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 65,000-მდე ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა, მას შემდეგ რაც, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სასაზღვრო ქალაქზე რამდენიმე შეტევა განახორციელა. თავდამსხმელების მიზანი იყო, შეეჩერებინათ ქვეყანაში შემოსული დახმარებები.

ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელ, სავარაუდოდ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების თავდასხმას მინიმუმ რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი საზღვრის გადაღმა გაიქცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system