თავში

გაერო-ს გენერალური მდივანი ბირთვულ იარაღზე განცხადებას ავრცელებს

​გაერო-ს გენერალური მდივანი ბირთვულ იარაღზე განცხადებას ავრცელებს
გაერო-ს გენერალური მდივანი ბირთვულ იარაღზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფოებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, განაირაღებისა და კონტროლის შესახებ შეთანხმება მშვიდობის მისაღწევად წინგადადგმული ნაბიჯია, - Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

ის ბირთვული ომის პრევენციისა და გამალებული შეირაღების თავიდან აცილების შესახებ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებას მიესალმა.

გუტიერეშმა აღნიშნა, რომ ბირთვული რისკების აღმოფხვრის ერთადერთი გზა ბირთვული იარაღის განადგურებაა.

ცნობისთვის, ჩინეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკი შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერებმა ბირთვული ომის პრევენციისა და ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს შორის ომის თავიდან აცილების შესახებ განცხადება გაავრცელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system