თავში

გაერო-ს ლტოლვილთა კომისარი ქაბულში ჩავიდა

​გაერო-ს ლტოლვილთა კომისარი ქაბულში ჩავიდა
გაერო-ს ლტოლვილთა კომისარი ქაბულში ჩავიდა

ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდი ავღანეთში ჩავიდა. ამის შესახებ მან "Twitter-ზე" დაწერა.

”დღეს დილით ქაბულში ჩამოვედი. ჩემი ვიზიტის დროს მე შევაფასებ ქვეყნის ამჟამინდელ ჰუმანიტარულ საჭიროებებს და 3.5 მილიონ დევნილ ავღანელთან დაკავშირებულ ვითარებას”, - აღნიშნა გრანდიმ.

მან ავღანეთში გაერო-ს ყველა თანამშრომლის, ასევე სხვა ჰუმანიტარული მისიების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტში დღეს პირველი კომერციული რეისი განხორციელდა. ქაბულის აეროპორტში პაკისტანის საერთაშორისო ავიახეზების სამგზავრო თვითმფრინავი დაჯდა. ავიახაზების წარმომადგენლის განცხადებით, ისლამაბადსა და ქაბულს შორის სპეცრეისი განხორციელდა და ჰუმანიტარული ძალისხმევის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system