თავში

გაერო-ს უშიშროების საბჭო ტიგრაიში არსებულ ვითარებას განიხილავს

​გაერო-ს უშიშროების საბჭო ტიგრაიში არსებულ ვითარებას განიხილავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო ტიგრაიში არსებულ ვითარებას განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც ეთიოპიის ტიგრაიში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ფაქტობრივად ის სამოქალაქო ომია.

სხდომის მოწვევა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის სამხრეთ აფრიკამ, ნიგერმა და ტუნისმა მოითხოვა.

ტიგრაი, რომელიც ერიტრეასა და სუდანს ესაზღვრება, ნოემბრიდან საომარ მდგომარეობაში იმყოფება. ეთიოპიის ფედერალური ძალები ტიგრაის რეგიონულ ხელისუფლებას ებრძვიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტიგრაიმ რეგიონული ადმინისტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან - პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე აირჩია. პრემიერ აბი აჰმედის თქმით, კანონიერება უნდა აღდგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტიგრაის ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აბი აჰმედს არ დაემორჩილებიან და მის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

ეთიოპიის პრემიერმინისტრმა აბი აჰმედმა ტიგრაის რეგიონში ამბოხებულებს დანებებისთვის უკანასკნელი 72 საათი მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system