თავში

გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა - VIDEO

გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა
გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა - VIDEO

პოლონეთში, საკურორტო ქალაქ შჩირკში მომხდარი გაზის ძლიერი აფეთქების შედეგად, შენობაში მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. მაშველებმა ცხედრები ნანგრევებში იპოვეს. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა, თავდაპირველად, 4 ცხედარი აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები, რომელშიც მაშველებისა და პოლიციის ჩათვლით, 200-მდე პირი მონაწილეობდა, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

აფეთქება სამსართულიან სახლში, სადაც 2 ოჯახი ცხოვრობდა, ღამით მოხდა. გაზის ადგილობრივი კომპანიის განცხადებით, უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, სისტემაში არსებულმა ნახვრეტმა გამოიწვია, საიდანაც გაზი ჟონავდა.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system