თავში

გერმანია კონსტიტუციიდან სიტყვა "რასის" ამოღებას განიხილავს

გერმანია კონსტიტუციიდან სიტყვა "რასის" ამოღებას განიხილავს
გერმანია კონსტიტუციიდან სიტყვა რასის ამოღებას განიხილავს

გერმანია რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კონსტიტუციიდან სიტყვა "რასის" ამოღებას გეგმავს. აღნიშნული წინადადების ავტორი დეპუტატთა ჯგუფის მოსაზრებით გამოხატვის ამგვარი ფორმა "რასისტულია". ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იუწყება.

ოპოზიციას მხარი დაუჭირა იუსტიციის მინისტრმა, "სოციალ-დემოკრატების" პარტიის წარმომადგენელმა, ქრისტინე ლამბრეხტმა. მისი აზრით, ომის შემდეგ დეპუტატებმა კონსტიტუციის ტექსტი თავიანთი დროის კონტექსტის მიხედვით შეადგინეს, თუმცა ახლა გამოხატვის ამგვარი ფორმა მიზანშეწონილი აღარ არის. ინიციატივის ავტორ დეპუტატებს მხარი დაუჭირეს უფლებადამცველებმა და მეცნიერებმა, რომლებმაც ამ ტერმინს კოლონიური ხანის ფსევდო-სამეცნიერო მემკვიდრეობა უწოდეს.

კონსერვატიული ფრაქციის ლიდერმა, ტორსტნ ფრაიმ აღნიშნა, რომ სიტყვებით თამაში ქსენოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად არ გამოდგება. მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ სიბერტმა აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი აღნიშნული წინადადების საჯარო განხილვას არ ეწინააღმდეგება.

ბრემენის პარლამენტმა კონსტიტუციიდან სიტყვა "რასის" ამოღებას ხმა უკვე მისცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system