თავში

გერმანია ლიბიის საკითხზე სამიტს მაიკ პომპეო დაესწრება

​გერმანია ლიბიის საკითხზე სამიტს მაიკ პომპეო დაესწრება
გერმანია ლიბიის საკითხზე სამიტს მაიკ პომპეო დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ლიბიის საკითხზე კონფერენციას დაესწრება, რომელიც ბერლინში 19 იანვარს გაიმართება. მედიის ცნობით, კონფერენციაზე ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, კონგოს რესპუბლიკა, იტალია, ეგვიპტე, ალჟირი, ასევე გაერო, ევროკავშირი, აფრიკული კავშირი და არაბული ქვეყნების ლიგა.

ბერლინში ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელი ფაიზ სარაჯი და ლიბიელი საველე მეთაური ხალიფა ჰაფთარიც მიიწვიეს. გუშინ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხალიფა ჰაფთარი მზადაა, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

შეგახსენებთ, რომ ლიბიის ნაციონალური არმიის ხელმძღვანელსა და ტრიპოლის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო გარიგება ვერ შედგა. მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

2011 წელს მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ლიბიაში 2 მმართველობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა აკონტროლებს, რომელსაც მხარს გაერო და საერთაშორისო კოალიცია უჭერს. კონფლიქტის მეორე მხარეს ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი წარმოადგენს. მას მხარს უჭერს - რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system