თავში

გერმანიას ჯანდაცვის სფეროში NATO-ს ტიპის ორგანიზაციის შექმნა სურს

გერმანიას ჯანდაცვის სფეროში NATO-ს ტიპის ორგანიზაციის შექმნა სურს
გერმანიას ჯანდაცვის სფეროში NATO-ს ტიპის ორგანიზაციის შექმნა სურს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით ევროპული ალიანსის შექმნის ინიციატივა გამოთქვა, რომელიც ეპიდემიოლოგირი და ჯანდაცვის სფეროში წარმოქმნილი კრიზისული საკითხების მიმართულებით იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Rheinische Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს, შეიქმნას ერთიანი სტრუქტურა, რომელსაც სამედიცინო მუშაკები მიმართავენ. შპანის თქმით, ამგვარი სისტემება რესურსების მობილიზაციის საშუალებას იძლევა, რაც შემდგომში პრობლების ეფექტურ და სწრაფ გადაჭრას უზრუნველყოფს.

”ახალი ალიანსი NATO-ს ერთგვარი ანალოგი იქნება ჯანდაცვის სფეროში,” - აღნიშნა მინისტრმა.

შპანმა ასევე ინტერესი გამოთქვა, პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის გაფართოებასთან დაკავშირებით. მინისტრის მოსაზრებით, ცენტრი იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ვირუსოლოგიის ერთიან ევროპულ ინსტიტუტად გადაკეთდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system