თავში

გერმანიაში ხორცპროდუქტების საწარმოში COVID-19-ით ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა

გერმანიაში ხორცპროდუქტების საწარმოში COVID-19-ით ათასზე მეტი პირი დაინ
გერმანიაში ხორცპროდუქტების საწარმოში COVID-19-ით ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა

გერმანიაში, ხორცის გადამამუშავებელ საწარმო Toennies-ში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1,000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

რაინ-ვესტფილიის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საწარმოს 6,500 თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს.

ხორცპროდუქტების საწარმოს მეპატრონემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის საწარმოში მომხდარი კორონავირუსის აფეთქება დიდი ტრაგედიაა და ხელისუფლების დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა. საწარმოს მფლობელმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარა.

Reuters-ის ცნობით, ეპიდემიის აფეთქებამ შესაძლოა რაინ-ვესტფილიის რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლოკალურ ჩაკეტვას მხარს უჭერს. მერკელის მოსაზრებით, ინფექციის ლოკალიზება ხელს შეუწყობს ქვეყნის დარჩენილ ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქებასა და ეკონომიკის აღდგენას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system