თავში

გერმანიაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 250 ევრომდე გაიზარდა

გერმანიაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 250 ევრომდე გაი
გერმანიაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 250 ევრომდე გაიზარდა

გერმანიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული პირბადის წესების დარღვევის გამო ჯარიმა 250 ევრომდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Bild am Sonntag წერს. 

გამოცემის ცნობით, ჯარიმის ოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება ბავარიის მთავრობის მეთაურს მარკუს სოდერს ეკუთვნის.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დამატებით ზომებს არ მიიღებს, გერმანიას მეორე სრული კარანტინი ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით სულ 322,9 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებას 9,6 ათასი გერმანელი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system