თავში

გერმანიის აეროპორტებში COVID-19-ზე ტესტირება უფასო იქნება

გერმანიის აეროპორტებში COVID-19-ზე ტესტირება უფასო იქნება
გერმანიის აეროპორტებში COVID-19-ზე ტესტირება უფასო იქნება

გერმანიის აეროპორტებში COVID-19-ის მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული მგზავრებისათვის კორონავირუსზე ტესტირება უფასო იქნება. ამის შესახებ DW იუწყება.

გამოცემის ცნობით, გერმანიის საზღვრის სახმელეთო ტრანსპორტით გადაკვეთის შემთხვევაში ტესტირების ჩატარება სასაზღვრო პუნქტებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ავიამგზავრებს ტესტირება აეროპორტში ჩაუტარდებათ. 

ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება აუცილებელი იქნება დაბალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებული მგზავრებისთვისაც. მათ უფასო ტესტის ჩატარება საავადმყოფოებში შეეძლებათ. 

გერმანიაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ადრინდელთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ შესაძლოა ეს მაჩვენებელი, უცხოეთიდან მიღებული სტუმრების გამო, ნებისმიერ დროს გაიზარდოს.

შეგახსენებთ, მანამდე, კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული ტურსიტებისთვის სავალდებულო იყო დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ პიროვნება COVID-19-ით ინფიცირებული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევდა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 205,968 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 9201 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 190,400.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system