თავში

გერმანიის მემარცხენეთა პარტიას, ისტორიაში პირველად, ორი ქალი უხელმძღვანელებს

გერმანიის მემარცხენეთა პარტიას, ისტორიაში პირველად, ორი ქალი უხელმძღვ
გერმანიის მემარცხენეთა პარტიას, ისტორიაში პირველად, ორი ქალი უხელმძღვანელებს

გერმანიის "მემარცხენეთა" პარტიას, ისტორიაში პირველად, თანათავმჯდომარეობას ორი ქალი პოლიტიკოსი გაუწევს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

ამ თანამდებობაზე, ჯანინ ვისლერი და სიუზან ჰენიგ-ველსოუ 27 თებერვალს დაამტკიცეს. კენჭისყრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა. ახლა, ონლაინ არჩევნების შედეგები ფოსტით ხმის მიცემის გზით უნდა დადასტურდეს.

39 წლის ვისლერმა, რომელიც ჰესენის ფედერალური შტატის პარლამენტში "მემარცხენეთა" ფრაქციას ხელმძღვანელობს, ხმათა 84,2% მიიღო. თურინგის პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, 43 წლის ჰენიგ-ველსოუმ კი ხმების 70,5% დააგროვა.

პარტიის წინა ლიდერებმა, რომლებიც "მემარცხენეებს" 9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ,  კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ბუნდესტაგში, რომელშიც 709 პოლიტიკოსია გაერთიანებული, "მემარცხენეთა" პარტიას ამჟამად 69 ადგილი აქვს. სექტემბრის ბოლოს გერმანიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system