თავში

ღამის ცაზე "ვარდისფერი სუპერმთვარე" გამოჩნდა - PHOTO

ღამის ცაზე "ვარდისფერი სუპერმთვარე" გამოჩნდა
ღამის ცაზე ვარდისფერი სუპერმთვარე გამოჩნდა - PHOTO

26-27 აპრილის ღამეს, შესაძლებლობა გვქონდა, "ვარდისფერი სუპერმთვარისთვის" გვეყურებინა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA Science ავრცელებს. 

სუპერმთვარე - ეს არის მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, მის ელიფსურ ორბიტაზე. შედეგად, დედამიწადან მთვარე ზომაში ბევრად უფრო დიდი ჩანს.

აპრილის სუპერმთვარე პირველი იყო 2021 წელს (მომდევნო სუპერთმვარე 26 მაისს). მთვარე, შემდეგი სამი დღე-ღამის განმავლობაში სავსე იქნება, ხოლო 29 აპრილს ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით მერკურიც გამოჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენას ვარდისფერი სუპერმთვარე უწოდეს, ის სინამდვილეში სულაც არ გამოიყურება ვარდისფრად. როგორც NASA-ს მეცნიერები ხსნიან, ამ სუპერმთვარეს ვარდისფერს იმიტომ უწოდებენ, რომ აშშ-ში ვარდისფერი მთის ფლოქსი ყვავის. აღსანიშნავია, რომ მოვლენას სხვა სახელწოდებაც აქვს, მაგალითად ადრე, ზოგიერთი ტომი, რომელიც სანაპიროზე ცხოვრობდა, თევზის მთვარეს უწოდებდა, რადგან ამ დროს ამერიკული შადი ქვირითობს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system