თავში

გლაზგოში COP26-ის კონფერენციას 100 ქვეყანის წარმომადგენელი დაესწრება

გლაზგოში COP26-ის კონფერენციას 100 ქვეყანის წარმომადგენელი დაესწრება
გლაზგოში COP26-ის კონფერენციას 100 ქვეყანის წარმომადგენელი დაესწრება

გლაზგოში გახსნილ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP26) მხარეთა 26-ე კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური ესწრება მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც არიან. 

შოტლანდიის ყველაზე დიდ ქალაქში ჯამში 25 000 ადამიანი ჩავიდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ა.შ. მათ უსაფრთხოებაზე ქალაქის 10 000 პოლიციელი იზრუნებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, წლევანდელი COP26 განსაკუთრებულია, რადგან პანდემიის გამო წინა წელს მისი ჩატარება ვერ მოხერხდა, რის გამოც მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ დღევანდელ კონფერენციაზე განიხილება. COP26-ზე უნდა შეჯამდეს პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმების 5 წლიანი პერიოდის შედეგებიც. 

კონფერენციის მონაწილები სათბურის აირების შემცირებაში განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უნდა შეთანხმდნენ. აღნიშნული თანხა მცირე ეკონომიკის ქვეყნებს გამწვანებაში დაეხმარება. 
სამიტზე უნდა ჩასულიყო დიდი ბრიტანეთსი დედოფალიც, თუმცა ექიმების რჩევით ის ისვენებს და მონაწილეებს ვიდეომიმართვით გაესაუბრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system