თავში

Grand Princess საკრუიზო ლაინერს პორტში შესვლის უფლება მისცეს

Grand Princess საკრუიზო ლაინერს პორტში შესვლის უფლება მისცეს
Grand Princess საკრუიზო ლაინერს პორტში შესვლის უფლება მისცეს

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მყოფ Grand Princess საკრუიზო ლაინერს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ოკლენდის პორტში შესვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ CBS იუწყება.

ეს ინფორმაცია სააგენტოს ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა თავად მიაწოდა. ამ დროისათვის, ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. 

შეგახსენებთ, აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროს პორტში მყოფ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე, ახალი ტიპის კორონავირუსის COVID-19-ის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის 2 მგზავრი, ხოლო 19 ეკიპაჟის წევრია.

Grand Princess- ის ბორტზე დაახლოებით 3.500 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 2 422 მგზავრი და 1 111 ეკიპაჟის წევრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system