თავში

ჰაჯიევი: სომხეთის არმიაში დაქირავებული სირიელი მებრძოლები იბრძვიან

ჰაჯიევი: სომხეთის არმიაში დაქირავებული სირიელი მებრძოლები იბრძვიან
ჰაჯიევი: სომხეთის არმიაში დაქირავებული სირიელი მებრძოლები იბრძვიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიკმეთ ჰაჯიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარეს, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაქირავებული მეამბოხეები იბრძვიან. 

"30 ოქტომბერს სომხეთის მრავალმა საინფორმაციო სააგენტომ, სომხეთის ოფიციალური სტრუქტურების მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც თითქოს აზერბაიჯანის არმიის რიგებში მებრძოლი, სომეხი სამხედროების მიერ დაკავებული სირიელი მებრძოლები არიან აღბეჭდილები. ამგვარად, არაპროფესიონალური ყალბი ვიდეოებისა და საინფორმაციო საშუალებით, სომხური მხარე ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სამხედრო მოქმედებებში, აზერბაიჯანის მხარეს, დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ.

დაკითხული პირის ლინგვისტური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის სირიაში მცხოვრები ქურთია. ვიდეოს 47-ე წამზე ეს პიროვნება ქურთულ ენაზე ერთ სიტყვას წარმოთქვამს, შემდეგ კი არაბულად საუბარს აგრძელებს. ეს მიანიშნებს, რომ ის არის PKK-ის (ქურთისტანის მუშათა პარტიის) წევრი. ფაქტია, რომ სომხეთის არმიაში სირიიდან და ერაყიდან ჩამოყვანილი PKK-ის მებრძოლები იმყოფებიან. ამ პირს უჭირს წინასწარ დამახსოვრებული ტექსტის წაკითხვა. დაკითხვაში მონაწილე მეორე პირი კი არა არაბი, არამედ სირიელი სომეხია", - განაცხადა ჰიკმეთ ჰაჯიევმა. მისი თქმით, ამ პიროვნებას აცვია ფორმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ფორმას ძალიან ჰგავს. 

”ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმ ფაქტს, რომ ფოტოზე, რომელიც წინა დღეს იყო გადაღებული და რომელზეც საბრძოლო ზონაში, სომეხ მებრძოლებთან ერთად, სომხეთის თავდაცვის მინისტრი ტონოიანია გამოსახული, მის გვერდით აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ფორმის მსგავს სამოსში გამოწყობილი ორი ადამიანი იმყოფება. მოგვიანებით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ფოტო წაშალა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოებს აქვთ უდავო მტკიცებულებები სომხეთის სამხედრო ნაწილებში უცხოელთა და დაქირავებულთა, მათ შორის სირიიდან ჩამოყვანილი ტერორისტული ორგანიზაციების აქტივისტების მონაწილეობის შესახებ.

უკეთესი იქნებოდა, თუ ამგვარი ყალბი სცენების მომზადების ნაცვლად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ოფიციალურ სტრუქტურები მოქალაქეებს თავიანთი დამარცხებების შესახებ აცნობებდნენ", - აცხადებს ჰაჯიევი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system