თავში

ჰასან რუჰანი: კორონავირუსს ირანი ევროპაზე უკეთ უმკლავდება

ჰასან რუჰანი: კორონავირუსს ირანი ევროპაზე უკეთ უმკლავდება
ჰასან რუჰანი: კორონავირუსს ირანი ევროპაზე უკეთ უმკლავდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი ახალი კოროვირუსით წარმოქმნილ საფრთხეებს ევროპულ სახელმწიფოებზე უკეთ უმკლავდება.

”როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპაში, ეს ბევრს აღიზიანებს. დიახ, ეს ასეა. დღეს კორონავირუსს ჩვენ თქვენზე უკეთ ვუმკლავდებით”, - განაცხადა რუჰანმა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

რუჰანის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ირანს "კარგი ადამიანური კაპიტალი, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, საინფორმაციო მხარდაჭერა და სამხედრო ძალები ჰყავს".

”კორონავირუსისი ჩვენთანაც გავრცელდა და თქვენთანაც... თუმცა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ვირუსი აქამდეც გვქონდა, თანაც გაცილებით შემზარავი, ეს სანქციებია”, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ქვეყანას კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ირანული მხარის თქმით, აშშ-ს სანქციები აფერხებს ჰუმანიტარული საქონლის, მათ შორის საკვებისა და მედიკამენტების იმპორტს.

ბოლო მონაცემებით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 70,029-ს შეადგენს, გარდაცვლილია სულ მცირე 4,232 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system