თავში

ჰიქმეთ ჰაჯიევი: აზერბაიჯანს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება აქვს

​ჰიქმეთ ჰაჯიევი: აზერბაიჯანს,
ჰიქმეთ ჰაჯიევი: აზერბაიჯანს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ელჩები, სამხედრო ატაშეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ხელმძღვანელები განჯაში ვიზიტისას სომხური პროვოკაციის მოწმენი გახდნენ.

"დღეს ჩვენმა სამხედროებმა დაადგინეს, რომ აზერბაიჯანის საზღვრიდან სულ რაღაც 2-3 კილომეტრში სომხეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი SCUD სარაკეტო გამშვები მოწყობილობები. ჩვენ, აზერბაიჯანის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ სარაკეტო სისტემების განეიტრალების ზომები მივიღეთ. აზერბაიჯანის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება. იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, აზერბაიჯანს უფლება აქვს დარტყმა განახორციელოს სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც მის უსაფრთხოებას ემუქრება", - განაცხადა ჰაჯიევმა საერთაშორისო დიპლომატების მონაწილეობით გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის ერთგულია, მაგრამ სომხეთი, თავისი ქმედებებით, მათ შორის განჯაზე სარაკეტო შეტევით, მის ჩაშლას და აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ დონეზე პროვოცირებას ცდილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system