თავში

ჰიმალაის მთაზე შვიდ დაკარგულს ეძებენ

ჰიმალაის მთაზე შვიდ დაკარგულს ეძებენ
ჰიმალაის მთაზე შვიდ დაკარგულს ეძებენ

ნეპალიში ჩამოწოლილი ზვავის შემდეგ, მაშველები სულ ცოტა შვიდ ადამიანს ეძებენ. შემთხვევა გუშინ ჰიმალაის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალისკენ, ანაპურნასკენ მიმავალ ბილიკზე, ზღვის დონიდან 3 230 მეტრზე მოხდა. დაკარგულებს შორის სამხრეთ კორეის და ნეპალის მოქალაქეები არიან.

„ინციდენტის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდის სამხრეთ კორეის ოთხი და ნეპალის სამი მოქალაქე. სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გაუარესებული მხედველობის გამო, სამუშაოებში ჯერ ვერ ერთვება ვერტმფრენი, თუმცა ის მზადყოფნაშია“, - განაცხადა ნეპალის ტურიზმის დეპარტამენტი წარმომადგენელმა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად ნეპალიში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა.

ანაპურნა, ზვავსაშიშროების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე რისკიან მთებს მიეკუთვნება. აქ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსრიდება. 2014 წელს ქარბუქმა ანაპურნაზე 40 ადამიანი იმსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system