თავში

ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა

​ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა
ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა

ჰონგ-კონგის პოლიციამ კოულუნის ნახევარკუნძულზე, მონგ კოკის რაიონში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრაციები ჰონგ-კონგში გრძელდება. ამჯერად აქციის ორგანიზატორები მათ გამართვას ჰელოუინის დღესასწაულს ამთხვევენ. 

აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო და უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თავდაპირველად, დემონსტრანტები მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ექსტრადირების შესახებ სადავო კანონპროექტი 23 ოქტომბერს გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system