თავში

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე 17 ადამიანი დაშავდა

​ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე 17 ადამიანი დაშავდა
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე 17 ადამიანი დაშავდა

ჰონგ-კონგში მორიგ საპროტესტო აქციებზე 17 ადამიანი დაშავდა. მათი ასაკი 19-დან 55 წლამდე მერყეობს. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურები ავრცელებენ.

ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის საკმაოდ სერიოზული.

შაბათ-კვირას ჰონგ-კონგში საპროტესტო მარში გაიმართა

ქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო და უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თავდაპირველად, დემონსტრანტები მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ექსტრადირების შესახებ სადავო კანონპროექტი 23 ოქტომბერს გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system