თავში

იაპონიაში ყურძნის მტევანი რეკორდულ ფასად გაიყიდა

​იაპონიაში ყურძნის მტევანი რეკორდულ ფასად გაიყიდა
იაპონიაში ყურძნის მტევანი რეკორდულ ფასად გაიყიდა

იშვიათი "რომაული ლალის" ჯიშის ყურძნის მტევანი იაპონიის ქალაქ კანაზავაში (იშიკავას პრეფექტურა) აუქციონზე 1,4 მილიონ იენად (12,7 ათასი აშშ დოლარი) გაიყიდა. ინფორმაციას სააგენტო Kyodo ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკვე მესამე წელია კანაზავაში ჩატარებულ აუქციონზე "რომაული ლალის" ღირებულების რეკორდი ფიქსირდება. წელს ის ტაივანში იაპონიის სუპერმარკეტების ქსელის მფლობელმა იყიდა.

"რომაული ლალი" იაპონელმა სელექციონერებმა 2008 წელს გამოიყვანეს. მისი ალისფერი, წვრილკანიანი კენკრა ზომით პინგ-პონგის ბურთისხელაა. იაპონიაში ტკბილი დელიკატესების მოყვარულებში "რომაული ლალი" განსაკუთრებით პოპულარულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system