თავში

იაპონიის ზოოპარკი ახალშობილ პანდებს მალე აჩვენებს - VIDEO

​იაპონიის ზოოპარკი ახალშობილ პანდებს მალე აჩვენებს
იაპონიის ზოოპარკი ახალშობილ პანდებს მალე აჩვენებს - VIDEO

იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს ზოოპარკში დიდმა პანდამ შინ-შინმა ტყუპები ჯერ კიდევ 23 ივნისს გააჩინა. ინფორმაციას Kyodo News ავრცელებს.

ტოკიოს გუბერნატორის, იურიკო კოიკეს თქმით, ტყუპებს სიაო სიაო და ლეი ლეი დაარქვეს. მან ასევე დაამატა, რომ თუ მათ სახელებს გააერთიანებთ, ეს ნიშნავს "ნათელი განთიადიდან მომავალში მეგზურობა".

ზოოპარკი საზოგადოებას პანდების ნახვის საშუალებას მომავალი წლის იანვრიდან მისცემს.

პანდების მშობლები, წყვილი სინსინი და მამრი რირი ჩინეთიდან იაპონიაში 2011 წელს ჩაიყვანეს. 2017 წელს მათ დედალი სიანსიანი ეყოლათ, რომელიც 2020 წლის ბოლოს ჩინეთში უნდა დაებრუნებინათ, თუმცა მისი ყოფნა იაპონიაში პანდემიის გამო ერთი წლით გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system