თავში

იემენის აეროპორტში აფეთქების შედეგად წითელი ჯვრის სამი თანამშრომელი დაიღუპა

იემენის აეროპორტში აფეთქების შედეგად წითელი ჯვრის სამი თანამშრომელი
იემენის აეროპორტში აფეთქების შედეგად წითელი ჯვრის სამი თანამშრომელი დაიღუპა

იემენის აეროპორტში აფეთქების შედეგად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

წითელი ჯვრის ცნობით, კიდევ სამი თანამშრომელი დაიჭრა.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ახალი მთავრობა ჩამოფრინდა. მინისტრები საუდის არაბეთიდან ჩამოვიდნენ.

აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

იემენის ახალი მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში გადაიყვანეს. მოგვიანებით შენობასთან ახლოს აფეთქება მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system