თავში

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არის ქვეყანა რელიგიური ტოლერანტობის ძალიან მაღალი დონით

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არის ქვეყანა რელიგიური ~
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არის ქვეყანა რელიგიური ტოლერანტობის ძალიან მაღალი დონით

მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა რელიგიური ტოლერანტობის ძალიან მაღალი დონით, ამას ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაერო-ც აღნიშნავს, - ამის შესახებ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, მისმა უწმინდესობამ, ვატიკანის მეთაურმა, პაპმა ფრანცისკემ ბაქოში ვიზიტის დროს ღიად განაცხადა, რომ კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგი აზერბაიჯანში ძალიან მაღალია. 

"თქვენ ალბათ ნახეთ სომხური ეკლესია, რომელიც ბაქოს ცენტრში მდებარეობს და ჩვენ მიერ არის რესტავრირებული. ჩვენ ვინახავთ მას, როგორც სომეხი ხალხის მემკვიდრეობას. ჩვენ ამ ეკლესიაში სომხურ ენაზე 5000-ზე მეტ უძველეს წიგნს ვინახავთ. მაგრამ რა გაუკეთა სომხეთმა ჩვენს მეჩეთებს? რა გაუკეთა აღდამის, ფიზულის და შუშას მეჩეთებს? მათ არა მხოლოდ დაანგრიეს ისინი, არამედ საქონელსაც კი ინახავენ იქ. ღორებს ინახავდნენ, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ მხოლოდ ჩვენს, არამედ ყველა მუსლიმის გრძნობებს", - განაცხადა ალიევმა.

წამყვანის კითხვაზე, რას იტყოდა ვიდეოკადრების შესახებ, რომელზეც ყარაბაღში ეკლესიები იბომბება, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უპასუხა:

"მე არ ვამბობ, რომ ეს შურისძიების მიზნით გავაკეთეთ, არა. ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ. დარწმუნებული არ ვართ, რა მოხდა. არსებობს ეჭვები, რომ ეს არის სომხების გაკეთებულია, რომელთაც ჩვენი დადანაშაულება სურთ. თუ ეს აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა გააკეთეს, მაშინ აქ მოხდა შეცდომა. ჩვენს სამიზნეებში არ შედის ისტორიული და რელიგიური სამიზნეები”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system