თავში

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკებების საგანი არ არის

​ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკებების
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკებების საგანი არ არის

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნომერ 853 რეზოლუციის თანახმად, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის დროებითი გრაფიკი უნდა იყოს შედგენილი.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის საერთო დებატებზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. გამოსვლა ვიდეოფორმატით მიმდინარეობდა.

"გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებაში და მშობლიურ მიწებზე აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებულების დაბრუნებაში წვლილი გაერო-ს შესაბამისმა ინსტიტუტებმა უნდა შეიტანოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს დროში შეზღუდვა არ გააჩნია. ის შესრულებამდე ძალაშიაგაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დამახინჯება კი დაუშვებელია", - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

"აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს იყო და არ იქნება მოლაპარაკებების საგანი. აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად უნდა აღდგეს. მთიანი ყარაბაღი უძველესი და ისტორიული აზერბაიჯანული მიწაა. ღარაბაღი აზერბაიჯანია!", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system