თავში

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს არასოდეს უომია სამოქალაქო მოსახლეობასთან

​ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს არასოდეს უომია სამოქალაქო მოსახლეობასთან
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს არასოდეს უომია სამოქალაქო მოსახლეობასთან

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი არ ებრძვის სომეხ ხალხს, ის სამართლიან ომს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა CNN-Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვინდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვაკეთებთ ამას და მივაღწიეთ წარმატებას ამ საქმეში, ამ მიმართულებით. აზერბაიჯანი არასოდეს ებრძოდა სამოქალაქო მოსახლეობას, სამოქალაქო პირებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით აზერბაიჯანი მრავალეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ერის წარმომადგენლები ერთი ოჯახივით ცხოვრობენ.

"აზერბაიჯანი - ტოლერანტობის, ეროვნული და რელიგიური შემწყნარებლობის მხარეა. მათ შორის ჩვენთან ათასობით სომეხი ცხოვრობს, ისინი - ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინიც ისევე ნორმალურად ცხოვრობენ, როგორც სხვა ეროვნების მოქალაქეები. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის, ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები ჩვენთან ერთად იცხოვრებენ.

”სომხეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის 99% პროცენტი სომეხია. ყველა სხვა ეროვნება განდევნეს იქიდან. პირველ რიგში აზერბაიჯანელები გააძევეს, შემდეგ კი დანარჩენები. სომხეთი მონო-სახელმწიფოა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის რასისტული სახელმწიფოა. სხვა ეროვნების არც ერთ წარმომადგენელს არ შეუძლია იქ ცხოვრება",- განაცხადა ალიევმა CNN-Türk-თან ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system