თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენ ბოლომდე წავალთ

ილჰამ ალიევი: ჩვენ ბოლომდე წავალთ
ილჰამ ალიევი: ჩვენ ბოლომდე წავალთ

ყარაბაღის კონფლიქტის გაყინული მდგომარეობა ყველას აწყობდა, ბაქოს გარდა, - ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"ერევანს ასეთი შედეგი უნდოდა: რომ მოლაპარაკებები სამუდამოდ გრძელდებოდეს, რომ ჩვენ მუდმივად გვატყუებდნენ, რომ ეს პრობლემა გაყინული ყოფილიყო, სამუდამოდ დარჩენილიყო, რომ ჩვენი ტერიტორიები ყოველთვის ყოფილიყო ოკუპირებული", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ახალი რეალობა შექმნა, რომელსაც ერევანი უნდა შეეგუოს.

"მაგრამ რას ვხედავთ. შეხვედრა იქ, შეხვედრა აქ, ცეცხლის შეწყვეტა, ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ბოლომდე წავა.

"ჩვენ გზას გავაგრძელებთ. თუ მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ, უთხრან ოკუპანტ სახელმწიფოს, დატოვოს ჩვენი ტერიტორიები. არა? ჩვენ ბოლომდე წავალთ", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system