თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენ სომეხი ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს

ილჰამ ალიევი: ჩვენ სომეხი ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს
ილჰამ ალიევი: ჩვენ სომეხი ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს

თუ სომეხ ერს მშვიდობიანი ცხოვრება უნდა, პასუხი აგებინოს მთავრობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაჭრილია აზერბაიჯანელი სამხედროების მონახულებისას განაცხადა.

მისი თქმით, სომეხი ერის უბედურება ისაა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მას ბანდიტური კრიმინალური რეჟიმი მართავდა.

"რეჟიმი, რომელიც აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გენოციდს მხოლოდ კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა და ჩვენი მიწები ოკუპირებული აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სომეხი ერი ჩემს სიტყვებს სწორად გაიგებს. ჩვენ სომეხი ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. აზერბაიჯანი მრავალეროვანი სახელმწიფოა და აქ უამრავი ნაცია, მათ შორის სომეხი ერი სიმშვიდეში ცხოვრობს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ათასობით სომეხი ცხოვრობს და მათ არავინ არაფერს ეუბნება, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის თანახმად მართალია და აზერბაიჯანელი სამხედროები მშობლიური მიწისთვის იბრძვიან.

"ჩვენ არასოდეს ვომობდით სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. როგორც კი კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო, დავალება მივეცი ჩვენს სარდლობას და თავდაცვის სამინისტროს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ არანაირი ქმედება არ იყოს გატარებული. ჩვენი სამიზნე არის პოზიციები, ტექნიკა, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების ცოცხალი ძალა. მაგრამ ისინი ჩვენს სოფლებს, ქალაქებს ესვრიან, 13 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 40-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაჭრილია, 168 სახლი დანგრეულია. ასეთია სომხური ფაშიზმის სახე", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system