თავში

ილჰამ ალიევი: ჩვენი მიზანი იყო შუშა და ჩვენი გამარჯვება გახდა შუშა

​ილჰამ ალიევი: ჩვენი მიზანი იყო შუშა და ჩვენი გამარჯვება გახდა შუშა
ილჰამ ალიევი: ჩვენი მიზანი იყო შუშა და ჩვენი გამარჯვება გახდა შუშა

ჩვენ შუშა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად უნდა ვაქციოთ. მე ასეთი პირობა დავდე და მე მას შევასრულებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის რაიონში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, აიდინ ქერიმოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

მისი თქმით, ის არ დაუშვებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს ფორმირებას და აზერბაიჯანის დროშა შუშაში აღიმართა.

"ომის პირველივე დღეებიდან ვიცოდით, როგორია ჩვენი მიზანი და შუშისკენ წარმატებით მივიწევდით. თუკი ესა თუ ის სპეციალისტი ომის მსვლელობას დააკვირდება, დაინახავს, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მათი მიზანი შუშა იყო და 8 ნოემბერს იქ აზერბაიჯანის დროშა აღიმართა.

"ამის შემდეგ მტერი მუხლებზე დაეცა, დანებდა, თეთრი დროშა ასწია. ჩვენ ქელბაჯარის, ლაჩინის, აღდამის რაიონები ერთი გასროლის გარეშეც კი დავიბრუნეთ. ჩვენი მიზანი შუშა იყო და ჩვენი გამარჯვება შუშა გახდა. შუშის გათავისუფლების დღე გამარჯვების დღედ გამოცხადდა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system