თავში

ილჰამ ალიევი: დადგება დღე, როდესაც მთიან ყარაბაღში სომხები და აზერბაიჯანელები კეთილმეზობლურად იცხოვრებენ

ნ ყარაბაღში სომხები და აზერბაიჯანელები კეთილმეზობლურად იცხოვრებენ

დადგება დღე, როდესაც მთიან ყარაბაღში დღეს მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებიც იქ აუცილებლად დაბრუნდებიან, კვლავ კეთილმეზობლურ პირობებში იცხოვრებენ, - ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აქ არის ლოგისტიკური საკითხები, ტრანსპორტის საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება.

"ყველა ამ საკითხს განვიხილავთ. სომხეთის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა, ის უკვე ჩამოყალიბებულია. ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ მიზნის მისაღწევად. სომხეთის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა არანაირი ხედვა, თუნდაც სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული. მათ თვითონ არ იცოდნენ, რა სურდათ. ხან ამბობდნენ, რომ მთიანი ყარაბაღი - "დამოუკიდებელი სახელმწიფოა". ხან ამბობდნენ, რომ "მთიანი ყარაბაღი სომხეთია". როგორ შეიძლება ეს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ერთმანეთში შეთანხმდეს? რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ სომხეთის ხელისუფლება შედგება უვიცი ადამიანებისგან, რომლებიც პოლიტიკაში ვერ ერკვევიან. კარგი, თი ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რას აკეთებს იქ შენი არმია? თუ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ის არავის უცნია, პირველმა თავად სომხეთმაც არ აღიარა, მაშინ, ამგვარად, მთიანი ყარაბაღი, სომხეთის პრემიერ- მინისტრის სიტყვებით, არის "სომხეთი და წერტილი". ამიტომ მათ არც ამ საკითხზე ჰქონდათ მკაფიო აზრი. აი ასეთი ქვეყანა შეგვეწინააღმდეგა”, - განაცხადა ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system