თავში

ილჰამ ალიევი: ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა

ილჰამ ალიევი: ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა
ილჰამ ალიევი: ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მიმართა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სომხეთში სამხედრო სამიზნეები არ აქვს. პრეზიდენტის მიმართვას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"ბოლო დროს სომხეთის სამხედრო პროვოკაციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ რეგულარული გახდა. ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ტოვუზის მიმართულებით განხორციელებული სროლის დროს ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირი მოკლეს. პირველი ცეცხლი, სწორედ სომხებმა გახსნეს და პირველი გარდაცვლილები აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ.

აზერბაიჯანმა ღირსეულად უპასუხა მტრის შემოტევას...

კვირას დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვა... ეს არის სომხეთის კიდევ ერთი სამხედრო პროვოკაცია. აზერბაიჯანი სომხეთის მოქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს...

ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - განაცხადა ალიევმა. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, რომელშიც ძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია ჩაერთო. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system