თავში

ილჰამ ალიევი: ჰადრუთის დასახლება და კიდევ რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა - განახლებულია

​ილჰამ ალიევი: ჰადრუთის დასახლება და კიდევ რამდენიმე
ილჰამ ალიევი: ჰადრუთის დასახლება და კიდევ რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა - განახლებულია

რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰადრუთის დასახლება და კიდევ რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

"ამრიგად, სომეხი სამხედროების უკუპაციისგან გათავისუფლდა ჰადრუთის დასახლება, სოფლები ჩაილი, იუჰარი გუზლექი, გორაზილი, გიშლაგი, გარაჩაილი, ეფენდილარი, სულეიმანლი", - წერს აზერბაიჯანული მედია.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შემდეგი დანაკარგია, რაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა, - 16 სასარდლო პუნქტი, 196 ტანკი, 38 "გრადი", 1 "ქარიშხალი", 10 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი - აქედან 8 "აკაცია", 2 "მიხაკი", 36 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 24 საარტილერიო ბატარეა, 2 REM ან საჰაერო თავდაცვის საშუალება, 2 S-300 დანადგარი, 25 დანადგარი "კრაზანა", 2 საზენიტო სარაკეტო სისტემა "კუბი", 4 რადიოლოკაციის სისტემა "რეპლენტი", 136 ქვემეხი, 56 ნაღმტყორცნები, 1 მძიმე აალების სისტემა TOS 1A, 2 რადიოლოკაციის სადგური, 1 სადგური "კოლჩუგა",

”სამხედრო ტექნიკა, რომელიც ტროფეი გახდა: 18 ტანკი, 4 ქვემეხი, 22 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 12 ნაღმტყორცნები, 4 ავტომობილი UAZ, 1 ექსკავატორი, 27 კომპლექსი "იგლა", 1 ZIL, 9 მანქანა GAZ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.

"ჩვენ მათ ბოლომდე გავაძევებთ. ჩვენი დროშა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება აღმართული. აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას აღადგეს. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ბოლო შანს აძლევს და "თუ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ისინი ჩვენ კვლავ შეცდომაში შეგვიყვანენ, თავად ინანებენ ამას".

"ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს მიწებს. მშვიდობიანად ან ომის გზით. ერთმნიშვნელოვნად. ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად დავიბრუნოთ. ჩვენ სომხეთს უკანასკნელ შანსს ვაძლევთ. არავისი იმედი არ ჰქონდეთ. არავინ დაეხმარება მათ", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის ხელმძღვანელობა რეგულარულად ურეკავს სხვადასხვა ქვეყანასა და ლიდერს.

"მრავალჯერ, დღეში რამდენჯერმე ითხოვს დახმარებას, მუხლებში უვარდება, ევედრება. თავს იმცირებს, რომ მას დაეხმარონ. მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა ისაა, რომ ჩვენი მიწები გაათავისუფლონ. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვუცხადეთ", - აღნიშნა ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმოთ, "სტატუს-კვო აღარ არსებობს. 

ეს წარსულში დარჩა. მე შევცვალე სტატუს-კვო. იქ, ბრძოლის ველზე. სტატუს-კვო აღარ არსებობს. შეხების ხაზი - არ არსებობს შეხების ხაზი, ის გაარღვიეს. ისინი აშენებენ ამ შეხების ხაზს 30 წლის განმავლობაში. ამ ტერიტორიის რელიეფი კი ისეთია, რომ ეს ბუნებრივი სამაგრია. ჩვენ ქვემოდან ზემოთ მივიწევთ. გარდა ამისა, იქ აშენდა ბეტონის საყრდენები - 30 წელიწადში! ჩვენ გავანადგურეთ ისინი!", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system