თავში

ილჰამ ალიევი: სომხეთმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შეხვედრა არაფრად ჩააგდო

​ილჰამ ალიევი: სომხეთმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შეხვედრა არაფრად ჩააგდო
ილჰამ ალიევი: სომხეთმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შეხვედრა არაფრად ჩააგდო

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უგულებელყო ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა.

ალიევის თქმით, მინსკის ჯგუფთან შეხვედრის მიზნით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს უკვე ჟენევაში იქნება, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კი, რომელიც იქ ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში უნდა ჩასულიყო, ჟენევაში არ არის. 

"ეს კარგად აჩვენებს, ვის უნდა მოლაპარაკებები და ვის უბრალოდ აზერბაიჯანის დადანაშაულება უნდა",- განაცხადა ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის გამყოფ ხაზზე 27 სექტემბერს დაიწყო. მსოფლიო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system