თავში

ილჰამ ალიევი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა

ილჰამ ალიევი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა
ილჰამ ალიევი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია სრულდება. მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების გზით, ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის დარეგულირებას, რომელიც, ჩემი აზრით, პასუხობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის, ასევე რეგიონის ინტერესებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, ალიევის განცხადებამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system