თავში

ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგა.

დებატებისას, რომელსაც სახელად „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ახალი ტენდენციები“ ერქვა, ალიევმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 1921 წელს, ბოლშევიკების წარმომადგენლობამ რეგიონში, მიიღო გადაწყვეტილება „შეენახათ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგელობაში“. სწორედ ამიტომ, ალიევი თვლის, რომ სომხური მხარის პოზიცია, თითქოს ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „საერთაშორისო საზოგადოება დაიღალა“ მხარეების მიერ წარმოდგენილი ერთი და იგივე არგუმენტებით, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება.  მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს პოზიციების ეტაპობრივად დათმობა შესთავაზა. ალიევმა პასუხად განაცხადა, რომ არ არის პრობლემის ეტაპობრივი გადაჭრის წინააღმდეგი. თუმცა, აქვე მოსთხოვა ფაშინიანს, რომ ერევანმა შეწყვიტოს მთიანი ყარაბაღის დაფინანსება და გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის ზონიდან. სომხეთისპრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში სომხური ჯარები განთავსებული არ არის და მხოლოდ ადგილობრივი შეიარაღებული ძალები და სომეხი მოხალისეები არიან.

მიუნხენის კონფერენცია დღეს, 16 თებერვალს ოფიციალურად დაიხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system